რეზონანსი
16.08.2018

 ორი დღეა ბათუმში  სტრატოკუმულუსის სახეობის ღრუბლების მასები ვრცელდება. მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე განმარტავს, რომ ეს არის საერთაშორისო ღრუბლების ატლასში შესული ერთ-ერთი ლამაზი სახეობა. ის დედამიწის ზედაპირთან ახლოს მყოფი ღრუბელთა ნაკადია, რომელიც გადაჭიმულია ვრცელ მანძილზე და ხშირ შემთხვევაში მზის ჩასვლისას წარმოიქმნება. მისთვის დამახასიათებელია ღრუბელის უწყვეტი ფენა, რომელსაც სხვადასხვანაირი ფორმა აქვს. ის შესაძლოა იყოს, ფერადიც და მუქი ნაცრისფერიც. მას ზოგჯერ თან ახლავს მცირე ინტენსივობის წვიმა, თუმცა ის იმეტესად ანტიციკლონის გამყარების დროს წარმოიქმნება, რომელიც კარგი ამინდს განაპირობებს.

მისივე თქმით, ლამაზი ღრუბლების ნახვა მომდევნო დღეებშიც იქნება შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×