რეზონანსი
16.08.2018

 ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმა შავი ზღვის თავზე, ნატოს საზღვრების სიახლოვეს "სუ-24"-ის ტიპის 6 რუსული ტაქტიკური ბომბდამშენის ოპერაცია ჩაშალეს. როგორც ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების შტაბი იუწყება, მისი მხრიდან მანევრებში რუმინეთში დისლოცირებული გამანადგურებლები Eurofighter Typhoon მონაწილეობდნენ.

ბრიტანული გამანადგურებლების მიახლოებისას რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ აიღეს გეზი, – ნათქვამია ბრიტანული შტაბის ოფიციალურ ინფორმაციაში.

როგორც ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალები აღნიშნავენ, ინციდენტის წინა ღამეს ამ რაიონში რუსეთის სამხედრო ავიაციის გაზრდილი აქტიურობა შეინიშნებოდა.

სულ რუმინულ ავიაბაზაზე "მიხეილ კოგელნიჩანუ" 4 ბრიტანული Typhoon-ია დისლოცირებული. რამდენმა მათგანმა მიიღო ოპერაციაში მონაწილეობა – არ ზუსტდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×