რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) პანკისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს.

მისი ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.

„თუ მე მადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. ამ სახელმწიფოში არაფერი არ არის გამორიცხული. ინტერესი ალბათ ის აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ სხვა არაფერი", - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×