რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო, იტალიელ ხალხს და პრეზიდენტს უსამძიმრებს.

„ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე დაზარალებულთ ღმერთმა მისცეს სულიერი ძალა ამ მძიმე განსაცდელის გადასატანად. მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა. გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ მათ და იტალიელ ხალხს. ღრმა პატივისცემით სრულიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა.

გენუაში საავტომობილო ესტაკადის 200-მეტრიანი მონაკვეთი 14 აგვისტოს ჩაინგრა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 39 ადამიანი, დაშავებული კი - 16.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×