3-დღიანი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ლარი ასევე სწრაფი გამყარების გზა დაადგა. 2 დღეში კურსი 2.65--ს ნიშნულიდან 2,56.-მდე ჩამოვიდა. ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ვალუტის კურსის მკვეთრ რყევებს და ქვეყანაში დოლარზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ. საინტერესოა კონკრეტულად ვინ პოულობს სარგებელს და ვინ ზარალდება ლარის გაუფასურებით?
პროფესორი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად ზარალდება დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, სახელმწიფო ბიუჯეტი და ის იურიდიული და ფიზიკური პირები, ვისაც სესხი აღებული აქვთ დოლარში. ლარის დევალვაციით კი სარგებლობენ საბანკო სექტორი, მსხვილი კომპანიები, ფიზიკური პირები , რომლებიც ფულად გზავნილებს იღებენ და ფიზიკური პირები, ვისაც შემოსავალი აქვთ დოლარში ან ევროში.
"ამათ შორის მნიშვნელოვანია განისაზღვროს პრიორიტეტები. ასეთ შემთხვევაში კი მცირე და საშუალო ბიზნესი, ვინც ჰქმნის საშუალო ფენას, არის უპირატესი. სახელმწიფომ სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება“, - აღნიშნავს "კომერსანტთან" ჭარაია.