რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) „აფხაზეთში ბევრი ჩამოდის, მე ზუსტად ვერ გეტყვით, ჩემი აზრი მაქვს. ბათუმი უფრო მდიდრულია და სხვა დონეა. ჩვენთან უფრო მოკრძალებული სიტუაციაა. ზღვა კი უფრო კარგი გვაქვს, ვიდრე ბათუმში" - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან" საუბარში.

კითხვაზე თუ რატომ მოხდა ისე, რომ ბათუმი აღორძინდა და ოკუპირებულ აფხაზეთში არაფერი შექმნილა, შამბა პასუხობს, რომ საქართველოს მთელი სამყარო ეხმარება და ინვესტიციებს დებს, აფხაზეთს კი მხოლოდ რუსეთი.

„საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება, აშშ, ევროპა... ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული საქართველოში ინვესტირებით. მათ შორის ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები. ჩვენ კი ძირითადად მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე ვართ ორიენტირებულნი. აქ უფრო რთული სიტუაციაა. 2008 წლამდე ჩვენ ბლოკადაში ვიყავით. ეს სიძნელეები ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს. რუსეთი გვეხმარება", - განაცხადა შამბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×