რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) „The Boston Globe"-ის ინიციატივით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არაერთი მედიაგამოცემა გაერთიანდა.

კამპანია ჰეშთეგით #EnemyOfNone 16 აგვისტოს იღებს სტარტს. ეს იქნება თავისუფლი პრესის მხარდაჭერა და პასუხი ტრამპისთვის, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს ხშირად ესხმის თავს.

თავდაპირველად, კამპანიას 100-მდე ჟურნალ-გაზეთი შეუერთდა, თუმცა, BBC წერს, რომ მედიასაშუალებების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა

The Boston Globe-ის რედაქციაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი, მედიის წინააღმდეგ, „ბინძურ ომს" აწარმოებს. რედაქცია დღეს გამოაქვეყნებს წერილს, რომელშიც საუბარი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მედიაზე თავდასხმის საფრთხეებზე.

აშშ-ის მედიასაშუალებების გარდა, კამპანიას ბრიტანული The Guardian-იც შეუერთდა. „ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით ძირს უთხრის, საფრთხეში აგდებს მედიის მუშაობას", - წერს ბრიტანული გამოცემა სარედაქციო წერილში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×