რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განაცხადა.

ყოფილი პრემიერი ადვოკატმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა.

სტეფანე თუმანიშვილის თქმით, დამაკმაყოფილებელი მდგმარეობის მიუხედავად მერაბიშვილი მედიკამენტოზური მკურნალობისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ციხეში მომდევნო დღეებში ექიმების ვიზიტს კიდევ ელოდებიან.

მერაბიშვილი გუშინ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. შემოწმების შემდეგ კი მერაბიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×