რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) ომი მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრობა მუდმივია, - ასე გამოეხმაურა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგი შამბას ინტერვიუს.

როგორც ხაინდრავამ განაცხადა, შამბას ინტერვიუში მთავარი და მნიშვნელოვანი იყო განცხადება, რომ მტრები არ ვართ.

„შამბა გონიერი კაცია, ძალიან ავტორიტეტულია აფხაზურ საზოგადოებაში. შამბას ინტერვიუში ჩემთვის პოლიტიკური ასპექტი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან წარსულს ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ინტერვიუში იყო ადამიანური ასპექტი. მე პირველად გავიგე ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურისგან, აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლისგან, რომ ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ ნამდვილად არ ვართ მტრები",- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „პირველ არხთან".

ამასთან, ხაინდრავამ აღნიშნა, რომ სერგეი შამბას ასეთ განცხადებას მიესალმება.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ", - განაცხადა შამბამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×