რეზონანსი
16.08.2018

 საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განცხადებას აბსურდულად მიიჩნევს და მასზე კომენტარის გაკეთება არ სურს. დღეს მეჭიაურმა თიანეთის მერიის 3 თანამშრომელი გაათავისუფლა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ისინი ქუცნაშვილისაგან იმართებოდნენ.

„მე თამაზ მეჭიაურის უზრდელურ კომენტარებზე განცხადებას არ გავაკეთებ“, - განუცხადა ქუცნაშვილმა „რეზონანსს“.

სამსახურიდან დათხოვნილი მერიის თანამშრომლები აცხადებენ, მეჭიაურმა მათი გათავისუფლების ბრძანებს დილის 4 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მოაწერა ხელი, რასაც თავად მეჭიაური გადაჭრით უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×