რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთ ეკლესიებს კერძო პირები აშენებენ.

„ჩემი აზრით, ეს თანხა უნდა გამოვიყენოთ იმ ისტორიული ეკლესიების გადასარჩენად, რომლებიც ინგრევა. ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვერ ახორციელებს მათ გადარჩენას, რადგან მას შეზღუდული რაოდენობის ბიუჯეტი აქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×