რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) სასტუმრო „ველმონდის" ყოფილი „ლეოგრანდის" გენერალური დირექტორის ალპერ პინარის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი სასტუმრომ შეასრულა.

პინარი ამბობს, რომ სასტუმრო მზად არის, დარჩენილი ხარვეზები გამოასწოროს.

„საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა ძალიან კარგად, იცის რომ 43-დან 30 რეკომენდაცია შევასრულეთ და მზად ვართ, დანარჩენი ხარვეზებიც გამოვასწოროთ. იმედი მაქვს, მოლაპარაკება შედეგიანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის პიკზე ამგვარი გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება არა მარგო სასტუმროს, არამედ მთელი საქართველოს იმიჯზეც.

„მოლაპარაკების შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ. თუ სასტუმროს გაჩერება მოგვიწევს, არ ვიცით სად განვათავსებთ სტუმრებს. მოგეხსენებათ, ძალიან დატვირთულები ვართ. მინდა მივმართო საგანგებო სიტუაციათა სამსახურს, რომ გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება", - ნათქვამია განცხადებაში.

ყოფილ „ლეოგრანდს" კანონიერი ფუნქციონირების ვადა ხვალ ეწურება. საგანგებო სიცოაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას მოუწოდებს ხვალ 18:00 საათამდე შენობიდან სტუმრები გამოიყვანოს და საქმიანობა შეწყვიტოს.

ყოფილ „ლეოგრანდში" ხანძარი გასული წლის 24 ნოემბერს, ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი უცხოელი იყო.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×