რეზონანსი
16.08.2018

 კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი გაიზრდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფასი 1 კბ/მ-ზე 75 თეთრის ნაცვლად, 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით).

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი მხოლოდ 15 000 აბონენტისთვის მოხდება. მიუხედავად ტარიფის ზრდისა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით მაინც ინარჩუნებს ყველაზე დაბალ ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით).

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საკითხი შესწავლილია, ფასის ზრდა დასაბუთებულია. კომპანიამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა სემეკს“, -ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×