რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) „სოულის დედოფალი" არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალი სიმსივნეს რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა და ის ბოლო დღეებში ძალიან მძიმედ იყო.

ბოლოს, 76 წლის მომღერალი საზოგადოების წინაშე 2010 წლის ნოემბერში გამოჩნდა, როდესაც ელტონ ჯონ ფონდის მიერ შიდსთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

45-წლიანი კარიერის განმავლობაში ფრანკლინს მიღებული აქვს 18 გრემი, აგრეთვე 1987 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა როკენ როლის დიდების დარბაზში, 2005 წელს კი დიდი ბრიტანეთის მუსიკი დიდების დარბაზში.

1999 წელს იგი დააჯილდოვა პრეზიდენტმა კლინტონმა ეროვნული ხელოვნების მედლით, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა 2005 წელს თავისუფლების მედალით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×