რეზონანსი
16.08.2018

 თბილისში, ბესიკის ქუჩაზე 17 აგვისტოს რუსეთის სავიზო ცენტრი, იგივე Travel Assistance Services AS LLC იხსნება. ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სავიზო ცენტრი მომსახურების ხარისხს გაზრდის, კერძოდ, ცენტრის საშუალებით რუსეთის ვიზების გაფორმების პროცედურა დაჩქარდება და გამარტივდება.

"აღნიშნულს ხელს შეუწყობს რსც-ს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა დედაქალაქის ცენტრში, კომფორტული კეთილმოწყობილი ფართები და სხვა შესაძლებლობები", - წერია განცხადებაში.

"ონ.ჯი"-ს ინფორმაციით, ცენტრი თბილისში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას ვიზის გასაცემად დოკუმენტაციას გადასცემს და პასპორტებსაც გასცემს მზა ვიზებით. დოკუმენტების შეტანისას გადასახადის ტარიფები რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამიადაა დადგენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×