რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან" ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ შამბას განცხადებები არის რუსეთის მორიგი მცდელობა, საქართველოს დაუგოს ხაფანგი, რომელზეც ქართული მხარე არ უნდა წამოეგოს.

შაშკინის თქმით, მსგავს მეთოდებს რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებდა, მაგრამ ახლა უფრო დიდი მოლოდინი აქვს, რადგან ქვეყანას პრორუსული ხელისუფლება მართავს.

„შამბას განცხადება და ეს შეთავაზება მისი მხრიდან, არის რუსეთის მხრიდან ხაფანგის შექმნის მორიგი მცდელობა, მეტი არაფერი. არავის არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ ეს განცხადება რამენაირად არის ჩვენთვის მისაღები, ან საქართველოსთვის სასარგებლო.

„პირველ რიგში, ჩვენ არასოდეს არ გვიომია აფხაზებთან ან ოსებთან, ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჩვენ გვქონდა ომი და ეს ომი გრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოლაპარაკება, საქართველოსა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის, აფხაზეთში იქნება თუ ცხინვალში, გამოიწვევს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე შედეგებს საქართველოსთვის", - აცხადებს შაშკინი „ნიუპოსტთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×