თამარ მუკბანიანი
16.08.2018

ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და 2 დღეში 2.65-დან 2.57-მდე ჩამოვიდა. პარალელურად მყარდება მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, რამაც ასახვა ჰპოვა ქართულ ლარზე. ფინანსისტები ამბობენ, რომ ლარი გამყარდება, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ის ბოლო გაუფასურებამდე იყო.

"ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არავითარი შეხება არ ჰქონია არც თურქული და არც რუსული ფულის ვარდნასთან და არც სხვა საგარეო პროცესებთან. ეს წმინდა წყლის ტყუილი და ზღაპარია, რომელსაც არც ერთი პროფესიონალი არ დაიჯერებს. ჩვენი ლარი მუშაობს ვიღაცის ჭკუაზე.

სავარაუდოდ, ლარი ნამდვილად გაიუმჯობესებს პოზიციებს და დაიჭერს რაღაც ნიშნულს მორიგ სიურპრიზამდე, ამის ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს და გარდაუვალიც კია, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე წინა - 2,45-2,46", - აცხადებს "ადმირალ მარკეტსის" წარმომადგენელი დავით წიქარიძე. 

სტატიის სრული ვერსია იხილეთ 17 აგვისტოს "რეზონანსში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×