რეზონანსი
16.08.2018

 ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე 10 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

„საქართველო, ვაი საქართველო. ქვეყანა, სადაც შვილებს გვიხოცავენ და მკვლელები რესტორნიდან რესტორანში გადადიან. ქვეყანა სადაც მკვლელები ჩინოვნიკები და მათი შვილები არიან. ქვეყანა, სადაც შვილმოკლულ მშობლებს ნუგეშის მაგიერ ტერორისტობაში ბრალს დებენ. ქვეყანა, სადაც დამნაშავის დაკავების ყველა ბერკეტი აქვთ და ხელს აფარებენ. ქვეყანა, სადაც ხალხს ფსიქოლოგიურად ატერორებენ.

ქვეყანა, სადაც შერჩევითი სამართალია. ქვეყანა, სადაც სისტემა მეფობს და ჩვენ უბრალო ადამიანები ვიჩაგრებით. ქვეყანა, სადაც სადისტურად მოკლული შვილების საფლავის მაგიერ პროკურატურაში სუსში და შსსში გვიწევს სიარული,რომ ჩვენი მოკლული შვილების სიწმინდე დავიცვათ. ქვეყანა, სადაც შვილებს გვიკლავენ და შემდეგ ცილს სწამებენ მკვდრებს,რომ აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ დანა.

ქვეყანა, სადაც ხალხი არაფრად არ უღირთ.

10 სექტემბერს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ“, - წერს სარალიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×