რეზონანსი
16.08.2018

 საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილის მიმართვა.

"გილოცავთ! გამოვიდა სრულიად ახალი, თანამედროვე, ქართული წარმოების, ლიბერალურ ღირებულებებზე აწყობილი სდანდარტების ახალი სტანდარტი “ყველა ერთში”! 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის ეკოლოგიურად სუფთა, რადგან მხოლოდ “მწვანეზე” მუშაობს. 

მას არ სჭირდება სინდისი, ნამუსი, ზნეობა და მორალი.  ის არის მოქნილი და მუშაობს ყველაზე – ენჯეოზე, ჟურნალისტზე, ჭურნალისტზე, უფლება დამცველზე და უფლება დამრღვევზე, მიდის პოლიტიკოსებზე და პოლიტიკანებზე.

მას შეუძლია გრიგოლ ვაშაძე შეაფასოს როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ის კრემლში დაიბადა.  მას შეუძლია დაინახოს შენ თვალში ბეწვი, და ვერ დაინახოს სხვის თვალში დირე.

თუ ახლავე შეიძენთ, მას მოყვება საექსპერიმენტო გრანტი ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოდან”.

P.S. ნამდვილი “გრუზინები” ნუ გამოგვეხმაურებით”, – წერს შაქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×