
მერია კომპანია "ჩირინას" “ბიუ-ბიუს” 15 ჯიხურის სხვა ადგილას გადატანას სთხოვს. კომპანიის დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის თქმით, დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მერია ჯიხურების გადატანას ითხოვს, მას დედაქალაქის მთავრობამ ვერ წარმოუდგინა.
“იმ შემთხვევაში, თუ მერიის მხრიდან 2 თვეში პასუხი არ გვექნება, წარმოების პროცესის გავაჩერებთ, ეს ავტომატურად მოხდება, რადგან ყველაფერი გაყიდვაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ვაშაკიძე.
ამ დროისთვის თბილისში “ბიუ-ბიუს” 40 ჯიხური აქვს და თუ 15-ის გადატანა მოუწევს, ეს რეალიზაციაზე იმოქმედებს და არსებულ ჯიხურებში ფასის გაზრდა მოუწევს, რაც ავტომატურად გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს და კომპანია იძულებული გახდება, საწარმოო პროცესი გააჩეროს.
ამ დროისთვის “ჩირინაში” სულ 1000 ადამიანია დასაქმებული.