რეზონანსი
16.08.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ იოსელიანის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიება დაიწყო. გამოძიება ადგენს რა გახდა ამის მიზეზი - გაუფრთხილებლობა, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. "თელასში" აცხადებენ, რომ ფაქტი, სავარაუდოდ, შიდა ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

შემთხვევა იოსელიანის ქუჩის 2 ნომერში მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გოგონა ეზოში თამაშობდა. ის ფანჯრის გისოსებს შეეხო, რომელზეც დენი გადადიოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწო, რაც გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×