რეზონანსი
16.08.2018

 სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფოტო რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში დე ფაქტო ოსეთის დეპუტატთან ერთად გადაიღეს. ძამოლატ თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

თედეევი ცხინვალში დაიბადა და წარსულში საბჭთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია.

საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ადასტურებს, რომ ფოტოებში თავად არის მოჭიდავეებთან ერთად და აცხადებს, რომ ძამოლატ თედეევი საქართველოშია დაბადებული, მათი მეგობარია და სწორედ მის მხარდასაჭერად ჩაიცვეს აღნიშნული მაისურები.

თავად მოჭიდავეები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×