რეზონანსი
17.08.2018

 შუამთის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ცენტრის დარაჯებს ალავერდელ მეუფესთან გაურკვევლობა აქვთ. სამი დარაჯი მეუფე დავითმა წელიწად-ნახევარი ისე ამუშავა, რომ არც ერთი თეთრი არ გადაუხადა. დაზარალებულები უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, 76 წლის გივი კევლიშვილი ავადაა, მკურნალობისთვის მღვდელმთავარს საკუთარი ხელფასი მოსთხოვა, თუმცა პასუხად მხოლოდ დაპირება მიიღო. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და თანხა ისევ არ აუღიათ.

დარაჯები, შუამთის მონასტრის ტერიტორიაზე, ტურიზმის ცენტრის შენობას იცავდნენ, ობიექტი სახელმწიფომ ალავერდის ეპარქიას გადასცა. შენობა ჯერ ისევ დაკეტილია. თავდაპირველად მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ახალ შენობაში კვების ობიექტი უნდა გახსნილიყო. დარაჯებს დაჰპირდა, რომ ხელფასს გადაუხდიდა, თუმცა 13 თვიანი მუშაობის შემდეგ, თანხაზე საუბარს მღვდელმთავარი თავს არიდებდა და სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ახლა მუშები დახმარებას საპატრიარქოსგან ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×