რეზონანსი
17.08.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გუგული მაღრაძის სახელით კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ის "ფეისბუქზე" წერს, რომ მობილური ტელეფონი "აიფონ 10" მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ.

აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე ონლაინ გამოცემამ გაავრცელა, როგორც გუგული მაღრაძის "ფეისბუქ სტატუსი" და ის სიახლეების ბლოკშიც მოხვდა, თუმცა გვერდზე, რომლის სახელითაც აღნიშნული ტექსტი ვრცელდება, მსგავსი ინფორმაცია არ მოიძებნება.

გუგული მაღრაძის სახელით დეზინფორმაცია რამდენიმე კვირის წინაც გავრცელდა, რაზეც დეპუტატმა განაცხადა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულის პოზაიციიდან მის დისკრედიტაციას ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×