ჯანდაცვის სამინისტრომ რეგისტრაცია შეუჩერა ათზე მეტ პრეპარატს, რომელთა მოხმარებამ შესაძლოა სასიკვდილო დაავადება გამოიწვიოს. კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტებიდან, სააფთიაქო ქსელებში ყველზე მოთხოვნადი კარდიოლოგიური მედიკამენტებია. წამლები, აკრძალვის მიუხედავად სააფთიაქო ქსელებში უპრობლემოდ იყიდება. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მედიკამენტების ამოღებას შესაბამის პროცედურები და დრო სჭირდება.
„ეს პროდუქტები ამოვა უწყებრივი რეესტრიდან, გადაინაცვლებს დროებით გაუქმებულებში, ანუ ბაზარზე დაშვების უფლების არ მქონედ ჩაითვლება. ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც აქვს ამ საბითუმო რეალიზაციის უფლება, დაეგზავნათ წერილი, რომ დაუყოვნებლივ გამოითხოვონ ბაზრიდან აღნიშნული პროდუქტები. ასევე, საბაჟოს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს პროდუქტები ვეღარ შემოვა“, - აღნიშნა "ნიუპოსტთან" რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა, ნაილი შენგელიძემ.
მედიკამენტების სიას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შემცველია ასეთია:
Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)
CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)
CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)
Valz H (80მგ; 160მგ)
NORTIVAN® (80მგ; 160მგ)
Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)
Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ
forte 10მგ/160მგ/25მგ).