რეზონანსი
17.08.2018

 სეპარატისტთა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სერგეი შამ­ბას ინ­ტერ­ვი­უს მა­შინ­ვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთ­ში. აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით "ეს არის გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის ირი­ბი თხოვ­ნა: "ან რუ­სეთ­მა უფრო მე­ტად მოგ­ვხე­დოს ან ქარ­თვე­ლე­ბი წა­მო­ვიდ­ნენ დათ­მო­ბა­ზეო".

შამბას ინტერვიუმ სოციალურ ქსელში აფხაზებისგან სხვადასხვაგარი რეაქცია გამოიწვია:

ირი­ნა წვიჟ­ბა, სო­ხუ­მი: "მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ და არც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნად წა­მო­ვა მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მაგ­რამ რა­ღაც გზე­ბი უნდა მო­ი­ნა­ხოს, კედ­ლის აღ­მარ­თვა არა­ფერს მოგ­ვი­ტანს... მე ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვარ, მის სიყ­ვა­რულს ვე­რა­ვინ მას­წავ­ლის, მაგ­რამ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ომზე მეტი ახალ­გაზ­რდა ნარ­კო­ტი­კით და ავ­ტო­ა­ვა­რი­ით დაგ­ვე­ხო­ცა. რო­დემ­დე ვუ­ყუ­როთ სა­კუ­თარ სიკ­ვდილს?"

მე­რაბ სუ­ხუმსკი: "რა უნდა შამ­ბას, მეტი ყუ­რა­დღე­ბა გვჭირ­დე­ბაო, ეუბ­ნე­ბა რუ­სეთს? თქვენ არ ვარ­გი­ხარ­თო - გვე­უბ­ნე­ბი­ან ისი­ნი... კვი­რი­დან კვი­რამ­დე სა­ნა­პი­რო­დან ნა­გა­ვი არ გა­აქვთ, რუ­სე­თია ამა­ში დამ­ნა­შა­ვე? შე­ნი­ვე ტუ­რის­ტი რომ არ უნდა გა­ძარ­ცვო, ეს ქარ­თველ­მა უნდა გას­წავ­ლოს? ბა­თუმ­ზე ლა­პა­რა­კობს შამ­ბა - ბა­თუ­მი ევ­რო­პაა, შუ­ა­გუ­ლი ევ­რო­პა, იქ პო­ლი­ცი­აა, მაშ­ვე­ლე­ბი სა­ნა­პი­რო­ებს არ სცილ­დე­ბი­ან, ხალ­ხზე ზრუ­ნა­ვენ, რა­ტომ ვედ­რე­ბით?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×