რეზონანსი
17.08.2018

 მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მეგობრები კონკრეტულ ვერსიებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მსახიობს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამჟამად ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია.

მსახიობის მეგობარი მაკა რაზმაძემ მედიასთან ზუზუ ბეჟაშვილის ცხედრის პოვნის დეტალებზე საუბრობს:

„აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა ლიფტი, ავიდა და მესამე სართულზე იყო, ნახევრად ფეხები ჰქონდა გარეთ. გამოიყვანა, ეცადა მოსულიერებას, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან იყო უკვე ძალიან,“ – განაცხადა მაკა რაზმაძემ.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×