რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა გუნდმა პაუზა აიღო.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდი აკვირდება, რომელი კანდიდატები დაარეგისტრირებენ მონაწილეობის სურვილს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო პაუზა, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ასევე იმასაც, რომელი კანდიდატები დაარეგისტრირებენ მონაწილეობის სურვილს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძე მთავროის სხდომის დაწყებამდე.

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. ზურაბიშვილს „ქართული ოცნების" მხარდაჭერის იმედი აქვს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×