(რეზონანსი) სასუტმრო „ველმონდიდან" ყოფილი „ლეოგრანდიდა" სტუმრები გამოჰყავთ. მათ სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილებენ. სასტუმროს ადმინისტრაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც ეხმარება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, ხარვეზებსა და დარღვევებს, რომელიც სასტუმროს უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა, უახლოეს მომავალში გამოასწორებს.
„უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია. შესაბამისად, აჭარის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ამ პროცესში ჩართული იყო. კონკრეტული შეთანხმებას მიაღწიეს - დასაქმებული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ხელფასს. რაც შეეხება ხარვეზებსა და დარღვევებს, რომელიც კომპანიას უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა, უახლოეს მომავალში გამოასწორებს და შემდეგ უკვე დავსხდებით და დავილაპარაკებთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნესოპერატორის საქმიანობა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდს" საქმიანობის შესაჩერებლად ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვს.
გასულს წელს ყოფილ „ლეოგნადრში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან 10 ქართველი ერთი კი ირანის მოქალაქე იყო.