(რეზონანსი) გუშინ მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე ერთერთი კორპუსის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მსახიობის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
„ტვ პირველი" მსახიობის 2015 წლის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს ეხმაურებოდა.
„რანაირად ვიპოვე, რომ გავგლიჯო შუაზე ეს ნაგავი ხალხი. ზუზუ ბეჟაშვილი იპოვეს საკუთარ სახლშ მოკლული, მკვლელმა აღიარა და იგი დაკავებული - ეს ერთი. მგონი ახლა, რომ გარდავიცვალო აღარ ეწყინებათ, რადგან უკვე გადატანილი ვყავარ მათ. და მეორე, არ ვიცი რა შუაში ვართ მე და ნარკოტიკი, ვერ გავიგე. წამალში სამწუხაროდ გავიპარე, თან ვეცოდები და თან ასეთ რაღაცეებს წერენ. რავიცი რა უნდათ, ცოცხალი ვარ", - ამბობდა მსახიობი.