„ზუზუს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა; მან ბინა დაკარგა და დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იგი ხშირად „ფეისბუქის“ საშუალებით დახმარებას ითხოვდა,“ - „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი.
„ზუზუსთან ხშირი შეხვედრები არ მქონია, მაგრამ რამდენჯერმე ვნახე და აშკარად ეტყობოდა პრობლემები ჰქონდა, თან „ფეისბუქითაც“ ხშირად ითხოვდა დახმარებას. ალბათ, საზოგადოების გულგრილობის შედეგია, რაც მოხდა. ყველა ჩვენთაგანის ბრალია, რომ ვერ მივაქციეთ ყურადღება და ვერ დავეხმარეთ. ადამიანი გარდაცვალების შემდეგ მარტო ვნანობთ ამ ყველაფერს.
„თვითმკვლელობას გამოვრიცხავ, რადგან ზუზუ არ იყო ის ადამიანი, რომ თავი მოეკლა. უბრალოდ, ეს იყო უბედური შემთხვევა. ფაქტია, რომ ძალიან ცუდად იყო და პრობლემები ჰქონდა. ვეღარ იღებდა, კინოში არ იყო და სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა,“ - განაცხადა ეკა კახიანმა.