რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის მეგობრის, ვერიკო ტურაშვილის თქმით, გარდაცვლილს ის ინციდენტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით ეკონტაქტა.

მისივე განმარტებით, პოლიციას ზაზა ბეჟაშვილის მეგობრები არ დაუკითხავს.

"ბოლოს ჩემთვის დაახლოებით ერთი საათით ადრე აქვს მოწერილი", - აღნიშნა ვერიკო ტურაშვილმა.

ამასთან, ვერიკო ტურაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, გარდაცვალებამდე მსახიობი ვისთან იმყოფებოდა.

ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×