რეზონანსი
17.08.2018

წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. საქმე ეხება ასკობრივი ზღვარის გაზრდას და სხვა რეგულაციებს.  როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კორექტირებული სახით გავა.

„ამჯერად საუბარია ორ ცვლილებაზე, ესენია აზარტული თამაშების 25-წლამდე აკრძალვა. მოგეხსენებათ, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტში ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იყო განსაზღვრული. და მეორე,  სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამის აკრძალვა რელიგიური და სასწავლო დაწესებულებებიდან 100-მეტრის რადიუსში, საჯარო სექტორში მომუშავე პირთათვის და ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციართათვის აზარტული თამაშების აკრძალვის უზრუნველყოფაც“, _ აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×