ია აბულაშვილი
17.08.2018

 საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი რამდენიმე კვირიან პაუზას იღებს, თუმცა მოვლენებს აკვირდება. დაუჭერენ თუ არა დამოუკიდბელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი "ოცნების" პოლიტიკური გუნდის პოზიციას გადაჭრით არ ამბობს, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოზიციები გაყოფილია.

უმრავლესობის დეპუტატის აკაკი ზოიძის თქმით, „ქართული ოცნება“ სექტემბრის დასაწყისში მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ არჩევნებში თავის კანდიდატს არ წამოაყენებს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. თუმცა, ჯერ ვმსჯელობთ და ვაკვირდებით მოვლენებს, მათ შორის იმას, თუ რომელი კანდიდატები დარეგისტრირდებიან. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება სექტემბრის დასაწყისში, სავარაუდოდ პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

„რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას დამოუკიდბელი კანდიდატთან დაკავშირებით, მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროგრამებით გამოვლენ კანდიდატები, რა ხედვები აქვთ პრეზიდენტის ინსტიტუტთან და ზოგადად პრეზიდენტის ფუნქციებთან დაკავშირებით. 

„ასე რომ, ჯერ პოზიცია არ მაქვს ჩამოყალიბებული, რომელ კანდიდატს დავუჭერ მხარს, თუმცა გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იქნება "ნაცმოძრაობის" ან მისი განაყოფი ჯგუფის კანდიდატი. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალამ არჩევნებში წარმატება ვერ მიიღოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×