(რეზონანსი) კინოსა და თეატრის რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„შარშან,ზუსტად ერთი წლის წინ, ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტრესი მივიღე, უსამართლობით, ღალატით და უმადურობით გამოწვეული! პირველი, ვინც დამირეკა და 30 წუთი მიხსნიდა სიყვარულს და მამშვიდებდა - იყო ზუზუ, რომელიც არ იყო ჩემი ყველაზე ახლო ახალგაზრდა მეგობარი, თუმცა, ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. სულ მეუბნებოდა, თქვენთან მამუშავეთო. კარგი კაცი იყავი ზუზუ. მშვიდობით. და... რატომ?!" - წერს ქეთი დოლიძე.
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალებების ოფიცილური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ახალგაზრდა მსახიობს სამშაბათს, 21 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.