რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) ჭიდაობის ფედერაციასთან გამართული აქციის ორგანიზატორები საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა. სამართალდამცველებმა აქტივისტებს ფედერაციის კიბეებზე გაკრული ანტიოკუპაციური შინაარსის სტიკერების მოძრობა მოსთხოვეს.

პოლიცის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, პატრულმა მათ განუმარტა, რომ საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ძიება დაიწყება და საჭიროების შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორებს უახლოეს მომავალში გამოკითხვაზე დაიბარებენ, ასევე მათ მოუწევთ ფულადი ჯარიმის გადახდა.

თანხის ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით უცნობია.

პროტესტის მიზეზი ქართველი მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებული ფოტოებია.

სოციალურ ქსელში ქართველი მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯამბულატ თედეევია გამოსახული.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×