რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) ახალგაზრდა სტიქაროსანმა მათე კვარაცხელიამ გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი დაწერა სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მამა პეტრე კოლხი ბოლო დროს, ახალგაზრდებში გახშირებული თვითმკვლელობის შემთხვევებს ფეისბუკის პირადი გვერდზე ეხმიანება:

„ბოლო მონაცემების მიხედვით, თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო. ისინი აღსარებას ამბობდნენ, მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, ეზიარებოდნენ. სტიქაროსნებიც იყვნენ, მგალობლებიც. ერთი შეხედვით, სულიერი პრობლემები არ უნდა ჰქონოდათ, რადგან გარეგნულად ყველა დოგმას იცავდნენ, ან ცდილობდნენ დაეცვათ.

რა ხდება მაშინ?! ხდება ის, რომ გარეგნული ეკლესიურობა, საკმევლის კმევა და წვერების მოშვება მარტო არ არის გამოსავალი. ცდება ორივე მხარე, ვინც აღსარებას ამბობს, მაგრამ გულწრფელი არ არის და ისიც, ვინც აღსარებას ისმენს, მაგრამ ვითომ სიმკაცრით მასთან მისულს სინამდვილეში არ აძლევს იმის უფლებას, რომ ბოლომდე გაიხნას.

დიახ, უამრავი წერილი მომდის, სადაც გამოსავლის ძიებაში არიან. საკუთარ მოძღვრებთან ვერ იხსნებიან, შიშის, აგრესიის, მოსალოდნელი შეურაცხყოფის გამო. მხოლოდ იმას ყვებიან, რაც ძალიან ზედაპირულია, მთავარ საკითხს სულის ფსკერზე ინახავენ, ასამარებენ. საბოლოოდ ვეღარ უძლებენ და თვითმკვლელობამდე მიდიან", - წერს მამა პეტრე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×