რეზონანსი
17.08.2018

29 წლის ლია შირინოვა საკუთარი ჩვილის გაყიდვის გამო, პოლიციამ დედასთან, 58 წლის ლუიზა შირინოვასთან ერთად სამი დღის წინ დააკავაორსულმა ქალმა მეზობლებსა და ახლობლებს უთხრა, რომ მე-6 ბავშვის გაზრდა არ შეეძლო და რამდენიმე დღის დაბადებული ჩვილის გაყიდვა სურდა.

ახლობლებისთვის ნათქვამი ოპერატიულმა სამსახურმა შეიტყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 29 წლის მშობიარე ქალს ცოლ-ქმრის სტატუსით გაეცნენ. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ოპერატიულმა მუშაკებმა დედას ბავშვის სანაცვლოდ 1000 ლარი შესთავაზეს და თანხმობის შემდეგ ლია და ლუიზა შირინოვები ტრეფიკინგის ბრალდებით ბავშვის გაყიდვის დროს ადგილზევე დააკავეს.

ქალი, რომელსაც ჩვილის გაყიდვას ედავებიან, ხუთი ბავშვის დედაა. ლია შირინოვას ერთი შვილი დაეღუპა, ოთხი კი სოციალურმა სამსახურმა არასათანადო ზრუნვის გამო ჩამოართვა. პატარები ახლა სხვა ოჯახებში მინდობით აღზრდაში არიან.

ბრალდებულის და, „კურიერთან“ ყვება, რომ ოჯახს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს და მათ არცერთი ბავშვის, განსაკუთრებით კი მეხუთე ახალშობილის მოვლის საშუალება არ აქვთ. ლია შირინოვას მეუღლე დაკავებულია. უკვე ერთი წელია, რაც ბავშვების მამა ძალადობისთვის სასჯელს იხდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×