მსახიობი კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური, მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც აწ გარდაცვლილის დახმარება შეეძლო.
"მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა, რეჟისორები, განსაკუთრებით ისინი "პერფექტობას" რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ "ბიოში". თქვენთვის არაფერი არსებობს ფულის და საკუთარი ინტერესების გარდა! არ დამავიწყდება არასდროს ერთ-ერთ მსახიობს მეგობარი დაეღუპა საკუთარ დაბადების დღეზე, თავი ჩამოიხრჩო და ალკოჰოლის მიღების გამო გააგდეთ, როცა თავად ჩალპით ნარკოტიკებში!
უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტარული სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით, მოტივით რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი, პრობლემებიც ამის გამო ჰქონდა. ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს რომ ღვრით! ვინც ფეხებზე დაიკიდეთ! ყველა, ვინც ხელს უწყობდით ცუდად ყოფილიყო,რათა თავად კარგი დრო გაგეტარებინათ!
რამდენ ადამიანს ყვარებიხარ,როგორ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ შენთვის..." – წერს მელითაური.