რეზონანსი
18.08.2018

 ჟურნალისტი და „ქართუ ფონდის“ თანამშრომელი გიორგი უძილაური, თბილისში მდებარე ირანის საელჩოს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ საპროტესტო ნოტას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველი სამართალდამცველები აეროპორტში მათ მოქალაქეებს თავსაბურავის მოხსნას სთხოვდნენ.

“მომეწონა ჩვენი საგარეოს და შსს-ს ოპერატიული რეაგირება ირანის საპროტესტო ნოტაზე.

ირანს არ მოეწონა, როცა თბილისის აეროპორტში, საზღვარზე გადმოსვლისას ირანელ ტურისტებს ჰიჯაბის მოხსნა სთხოვეს მესაზღვრეებმა. მიხარია, ასეთ მომენტებში იმის შეგრძნება რომ საქართველოს აქვს ღირსება და იცავს არა მხოლოდ საკუთარ მესაზღვრეებს, არამედ კონსტიტუციას, კანონს, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტსაც.

ცოტა თავხედურია ირანისგან, ჰიჯაბის მოხსნაზე თითი უქნიოს საქართველოს მაშინ, როცა თავის ტერიტორიაზე ჩასულ ყველა ქალს ავალდებულებს ირანში ყოფნის განმავლობაში, თავსაბურავით იარონ.

ვისაც არ მოსწონს ეს ირანული კანონი ნუ ჩავა ირანში ხომ? ჰოდა, საქართველოს თავისი კანონები აქვს და აქ საჭიროა საქართველოს კანონების პატივისცემა ყველას მხრიდან", – აცხადებს უძილაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×