რეზონანსი
18.08.2018

 წუხელ ბათუმში, სასტუმრო „ორბში“ ძლიერი დაკვამლიანება იყო. ღამით სასტუმროსთან სახანძრო სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

ხანძრის გამო სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება მომსახურე პერსონალის (დამლაგებლის) ოთახიდან ვრცელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ნოემბერში ბათუმში მდებარე სასტუმრო "ლეოგრანდეში" დიდი ხანძრი გაჩნდა, შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. სასტუმრო "ლეოგრანდეს" შენობა უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, გუშინ 18.00 საათზე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დალუქა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×