რეზონანსი
18.08.2018

 რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ზღვამ უცნაური ბეწვიანი არსება გამორიყა. როგორც გამოცემა Time წერს, „ზღვის მონსტრი” სანაპიროზე შტორმის შემდეგ გამოირიყა. ის უთავოა და საშუალო სიმაღლის ადამიანზე დაახლოებით სამჯერ დიდია.

უცნაური არსება პირველად ადგილობრივმა მცხოვრებმა სვეტლანა დიადენკომ ნახა, რომელმაც ინტერნეტში მისი ფოტოები და ვიდეო გაავრცელა, რამაც ინტერნეტმომხმარებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ზოგიერთმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა, მამონტის ნარჩენებია, რომელიც ყინულის გადნობის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, კი, გიგანტური რვაფეხაა. მეცნიერი სერგეი კორნევი კი ვარაუდობს, რომ ეს არის ვეშაპის ნარჩენები, რომელმაც ზღვის წყლის ზემოქმედების შედეგად უცნაური ფორმა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×