რეზონანსი
18.08.2018

 დღეს 18 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 34 წელი შეუსრულდებოდა.

გიორგი ანწუხელიძწე შეტაკებების დროს ტყვედ ჩავარდა. გარკვეული დროის შემდეგ ინტერნეტ სივრცეში მისი წამების ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც რუსი ოკუპანტები და ოსური ბანდფორმირებების წარმომადგენლები მას ქართული ჯარის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, დაჩოქებას და საქართველოს დროშის გათელვას უბრძანებდნენ. გიორგი ანწუხელიძე გმირულად დაიღუპა, მან სააკუთარი ქვეყნის ღირსება ფეხქვეშ არ გათელა. ქართველი გმირი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს. 9 აგვისტოს გაუჩინარებული გიორგის შესახებ 5 თვის განმავლობაში არავითარი ცნობები არ ისმოდა, 5 თვის შემდეგ ოჯახმა საზარელი ამბავი შეიტყო.

მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე უფროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×