რეზონანსი
18.08.2018

 ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ კონსტანტინიდი პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, "პანტელენას" გაუჩინარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„პანტელენას“ ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია. გემთან კავშირი 14 აგვისტოს გამთენიისას შეწყდა.

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა პირველ არხს განუცხადა, „პანტელენა“ ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანიაა Lotus Shipping-ი აწარმოებს.

"ამ წუთისთვის რაიმე ვერსიაზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან არ გვაქვს დადასტურებული მონაცემები არსებული ვითარების შესახებ და ყოველ წუთს ველოდებით განახლებულ ინფორმაციას, რის შემდეგაც უკვე ცნობილი გახდება მიზეზები, ადგილსამყოფელი და მოვლენების სავარაუდო განვითარება.

მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ. იცით რომ ეს არის აფრიკის რეგიონი და ასეთი შემთხვევები ფიქსირდება, მართალია ნაკლებად დასავლეთ სანაპიროზე, განსხვავებით სომალის ყურისგან, მაგრამ ასეთ ვერსიასაც ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ", – განაცხადა "პირველ არხთან" ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისი თქმით, მომხდარის ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დაზუსტებით რაიმეს მტკიცება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, იმის ალბათობა, რომ საქმე გვაქვს მეკობრეობასთან, არ არის გამორიცხული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×