(რეზონანსი) ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს დღეს 34 წელი შეუსრულდებოდა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი ლიევან იზორია და გენშტაბის წარმომადგენლები მივიდნენ.
„გიორგი არის ჩვენი ეპოქის გმირი, რომელმაც თავისი თავგანწირვით გააძლიერა კიდევ ერთხელ ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება, დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს კი ჩვენი ყველას ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნა, მათ შორის, თავდაცვის სფეროში," - განაცხადა ლევან იზორიამ.
გიორგი ანწუხელიძე აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სერჟანტი ოკუპანტებმა ცემით მოკლეს. ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩავარდა. წამების, დაკითხვისა და არაერთი შეურაცხყოფის მიუხედავად, სერჟანტმა სამხედრო საიდუმლოება არ გასცა და არც მტრის მოთხოვნას დაემორჩილა. მაშინ ანწუხელიძის წამების კადრები ინტერნეტ სივრცეშიც გავრცელდა.