„საზღვარს კვეთენ ადამიანები და არ შევუმოწმოთ? ჩვენ, რომ გადავდივართ სხვა ქვეყნის საზღვარზე, როგორ გვამოწმებენ? ირანელი იქნება თუ ვინ, უნდა დააკმაყოფილოს ის კანონიერი მოთხოვნები, რომელი ქვეყანაც ამას მოითხოვს. რას ნიშნავს გამონაკლისი?! კანონში უნდა ჩავწეროთ ირანელია, პაკისტანელია?!“ – „რეზონანსთან საუბრისას აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი.
მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც სხვა ქვეყნის საზღვარს კვეთს, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის.
„როდესაც კვეთენ საზღვარს უნდა შეუმოწმონ პასპორტი და მის სიმართლეში დავრწმუნდეთ; ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ გველაპარაკება, ვინ არის. რასაკვირველია, უნდა მოიხსნან, აბა, რა უნდა ქნან?! ნებისმიერი პროცედურის გავლის უფლება აქვს ქვეყანას. საზღვარი იკვეთება, შედიხარ სხვა ქვეყანაში; ირანელია, ქალია თუ ვინ, ამას მნიშვნელობა არ აქვს,“ - აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა საქართველოს მკაცრი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, თბილისის აეროპორტში ირანელი მოქალაქეებისთვის ჰიკაბის მოხსნის მოთხოვნის გამო. ირანმა, ასევე, საპროტესტო ნოტა თეირანში საქართველოს საელჩოშიც გაგზავნა და ელჩს განმარტებები მოსთხოვა.