რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) სოფელ მლეთასთან, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანების კოლონა დგას.

შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ ტურისტულ სეზონზე რუსულ მხარეს მათ გატარებასთან დაკავშირებით ლიმიტი აქვს დაწესებული.

უწყების ინფორმაციით, პრიორიტეტი ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარებას ენიჭება, ხოლო თუკი დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე 400 ტრაილერი მაინც არ გავიდა, ეს რიგის წარმოქმნას იწვევს.

„180-ზე მეტ ტრაილერს არ ატარებენ, როცა 400 მაინც უნდა გავიდეს, რომ რიგი არ დადგეს. ძალიან ბევრი გაჩერებულია სომხეთის საზღვართან და იქ ელოდებიან რიგს, რომ გადმოვიდნენ", - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ამ წუთებში თავის რიგს დაახლოებით 700-მდე სატვირთო ავტომანქანა ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×