რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან"კონსულტაციებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მინდა ჩავერიო პროცესში, რომელიც არ მეკუთვნის, ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათი მისაღებია, ჩემი ჩარევის გარეშე. როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ საჭირო გახდება კონსულტაციები, იმედი მაქვს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრისას.

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. დღეს ის ამომრჩევლებს ბათუმის ბულვარში შეხვდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×