(რეზონანსი) ამერიკის შეერთებულ შტატებში ქმრის მიერ მოკლული ორსული ცოლისა და მათი მცირეწლოვანი შვილების ცხედრები ნავთობის ტანკერში იპოვეს.
ამერიკული მედიის ცნობით, პოლიციამ ქალის ცხედარი იმ ნავთობკომპანიის ტერიტორიაზე იპოვა, რომელშიც მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის კრისტოფერ უოტსი მუშაობდა. მოგვიანებით კი, იმავე ტერიტორიაზე, ნავთობის რეზერვუარებში ბავშვების ცხედრებიც იპოვეს.
მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობა, თუმცა, ცნობილია, რომ კაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ასევე ცოლი ფიქრობდა, რომ ქმარი მას ატყუებდა,
ბრალდების მიხედვით, უოტსმა 34 წლის მეუღლე, - 15 კვირის ორსული შანან უოტსი და ქალიშვილები, 3 წლის სელესტა და 4 წლის ბელა დახოცა.
ქალი და მისი შვილები 13 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მას შემდეგ, მედიამ ამ ამბის გაშუქება დაიწყო და კრის უოტსისგან ინტერვიუ რამდენჯერმე აიღეს. კრის უოტსი მედიასთან ემოციურად საუბრობდა ცოლ-შვილზე და ხალხს სთხოვდა, დახმარებოდნენ მათ დაბრუნებაში.