რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელის და ნაკრების წევრების მიერ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, მაისურების ჩაცმასთან დაკავშირებით ისაუბრა და გაანცხადა, რომ ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.

„თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ჯობია წინასწარ დავფიქრდეთ, ვიდრე ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ. ვფიქრობ, რომ სპორტსმენებმა გააცნობიერეს ეს ნაბიჯი და მოიხადეს ბოდიში", - განაცხადა მინისტრმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატთან, ჯამბულატ თადეევთან ერთად გადაიღეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×